ზედმეტი წონისგან ინგლისური საუზმე დაგიცავთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა მისურის უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ ტრადიციული ინგლისური საუზმე შესანიშნვი პროფილაქტიკაა სიმსუქნის წინააღმდეგ და შეუძლია ეფექტიანად შეეწინააღმდეგოს წონაში მატებას. სპეციალისტების თქმით, საუზმე, რომელიც ბეკონის, სოსისების, ლობიოსა და კვერცხისგან შედგება, მდიდარია ცილებით, ტვინში ზრდის დოპამინის - იმ ჰორმონის დონეს, რომლიც არეგულირებს მადას და პასუხისმგებელია კარგ განწყობაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც დილით არ საუზმობენ, ტვინში დოპამინის დონე დაქვეითებული აქვთ. ამის გამო, მათ შიმშილის გრძნობა აწუხებთ და დღის განმავლობაში, ბევრ საკვებს მიირთმევენ, რათა დოპამინის ნაკლებობა აინაზღაურონ და ხასიათიც გაიუმჯობესონ. შედეგად, სახეზე გვაქვს ჭარბი წონა. კვლევებისას, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მოზარდები, რომლებიც დილით არ საუზმობენ, სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილები. ინგლისური საუზმის მოყვარულები, დღის განმავლობაში, ნაკლებად ფიქრობდნენ საჭმელზე. ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესების კარგად გათავისებით და ასევე, მათი როლის გათვალისწინებით მადის რეგულაციაში, შესაძლებელია, სიმსუქნის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დახვეწა, - ამბობენ ექსპერტები.