სად ცხოვრობენ ყველაზე გულუხვები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიის მცხოვრებლები მსოფლიოში ყველაზე გულუხვები არიან, - ესაა არაკომერციული ორგანიზაცია Charities Aid Foundation-ის სპეციალისტების დასკვნა. კვლევისას, მსოფლიოს 119 ქვეყნის მოსახლეობა ქველმოქმედებაში მონაწილეობის დონით შეაფასეს: დაეხმარნენ თუ არა ისინი ბოლო თვის განმავლობაში უცხოელს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, გაიღეს თუ არა თანხა, ყოფილან თუ არა მოხალისეები რომელიმე ორგანიზაციაში და სხვა. რეიტინგის ლიდერი ქვეყნის რესპონდენტთა 84%-მა განაცხადა, რომ გაუღიათ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. ალბათ, ეს იმით აიხსნება, რომ ინდონეზიის მოსახლეობა ძალიან რელიგიურია და მორწმუნეებს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ. გულუხვი ქვეყნების სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა კენია. მიუხედავად პანდემიითა და ინფლაციით გამოწვეული სიძნელეებისა, კენიელები მზად არიან, დაეხმარონ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს. ამ შემთხვევაშიც, ძირითადი მიზეზი რელიგიაა. ლიდერთა სამეულშია აშშ-ც, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებზე - ავსტრალია და ახალი ზელანდია.