მიტოვებული პატარძალი საკუთარ თავს მისთხოვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქმროს მიერ მიტოვებულმა ფრანგმა ქალბატონმა ქორწილი მაინც გადაიხადა და ის საკუთარ თავს მისთხოვდა. ლეტისია ნგუენი, ქალაქ რეიმსიდან, სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა მამაკაცს. 38 წლის ქალი და მისი პარტნიორი ქორწილის შემდეგ ბავშვების გაჩენასაც აპირებდნენ და სადღესასწაულო ცერემონიისთვის აქტიურად ემზადებოდნენ. თუმცა, რაღაც მომენტში, მამაკაცი ნელ-ნელა ჩამოშორდა შეყვარებულს. ქორწილამდე სამი კვირით ადრე კი საერთოდაც დაშორდა მას. იმედგაცრუებული ლეტისია დეპრესიაში რომ არ ჩავარდნილიყო, გადაწყვიტა, ქორწილი მაინც გადაეხადა, თუნდაც სასიძოს გარეშე. მან ამ ცერემონიისთვის, რომელიც ბერძნულ კუნძულ სანტორინიზე ჩატარდა, 18 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ქორწილში მხოლოდ 8 სტუმარი - ყველაზე ახლობელი ადამიანები იყვნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატარძალი ამ უცნაური ქორწილით კმაყოფილია: „რაღაც უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თავის რწმენა რომ დამებრუნებინა. ახლა, თითქოს, ხელახლა დავიბადე“, - განაცხადა ლეტისიამ ცერემონიის შემდეგ.