ბრაზილიაში სათამაშო იარაღი აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის ფედერალურ ოლქში, რომელშიც ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილიაც შედის, სათამაშო იარაღის გაყიდვები აკრძალეს. ხელისუფლება ამ მეთოდით იმედოვნებს დანაშაულებათა რიცხვის შემცირებას, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. „ძალადობის კულტურა რომ შევცვალოთ, ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ, _ აცხადებენ ბრაზილიელი ჩინოვნიკები, _ ჩვენი შვილები ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ იარაღი სათამაშო არ არის, თუკი ამას ხშირად გავუმეორებთ ხოლმე“.

ფედერალურ ოლქში მდებარე მაღაზიების მფლობელები ვალდებულები არიან, ოთხი თვის განმავლობაში, სათამაშო იარაღის მარაგები თავიდან მოიშორონ. სამაგიეროდ, მთავრობა ამისთვის მათ მატერიალურად წაახალისებს. ამ აქციის ფარგლებში, ქალაქ სეილანდიაში, სადაც დანაშაული განსაკუთრებით ხშირად ხდება, ადგილობრივ პატარებს შესთავაზეს, საკუთარი ნებით ჩააბარონ „ცუდი“ სათამაშოები, სანაცვლოდ კი წიგნები მიიღონ.