სიგარეტის ნამწვისგან სათამაშოებს აკეთებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოელმა ჰამან გუპტამ, ნიუ-დელის გარეუბანში, სიგარეტის ნამწვის გადასამუშავებელი ფაბრიკა გახსნა, სადაც მისგან რბილ სათამაშოებს კერავენ. სიგარეტის ფილტრებისგან პროდუქციის შიგთავსს ამზადებენ. ერთი წლის განმავლობაში, აქ მომუშავეები მილიონობით ნამწვს ამუშავებენ და მისგან ტონობით ბოჭკოს იღებენ. თავიდან ფილტრს ქაღალდის გარსისგან და თამბაქოს ნარჩენებისგან ასუფთავებენ - მათგან გადამუშავებული ქაღალდი და კომპოსტი კეთდება. ფილტრისგან ბოჭკოს იღებენ, რეცხავენ და მიღებული მასალისგან სათამაშოებსა და ბალიშებს ავსებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზრდასრული ინდოელების თითქმის 30% - დაახლოებით, 267 მილიონი ადამიანი - მწეველია.