ქმარზე ლამაზი ცოლი საშიშია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ნისლიანი ალბიონიდან გაარკვიეს, რომ იმ წყვილებში, რომლებშიც ქალის გარეგნული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცისას, გაყრის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია. მაგრამ თუკი მამაკაცი ქალზე ლამაზია, ეს მათი ურთიერთობების სიმყარეს არ აზიანებს. ასეთ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მეილი“ ავრცელებს. მკვლევარებმა ჩესტერის, ლივერპულისა და სტირლინგის უნივერსიტეტებიდან, 100 წყვილის ფოტო გადაიღეს. ყოველი ქალი და მამაკაცი გარეგნული მიმზიდველობის მიხედვით შეაფასეს. გაირკვა, რომ თუ ქალი მნიშვნელოვნად ლამაზია კაცზე, მათი ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ლამაზმა ქალებმა იციან, რომ მათ დიდი არჩევანი აქვთ, ამიტომ საკმაოდ თავდაჯერებულები არიან და ადვილად წყვეტენ ურთიერთობას. მიმზიდველ მანდილოსნებს, საერთოდაც, ხანმოკლე ურთიერთობები ურჩევნიათ, - აცხადებენ სწავლულები. მათი კიდევ ერთი აღმოჩენა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მიისწრაფვის, ბედი დაუკავშიროს მას, ვისი სახის ნაკვთებიც სიმეტრიის ისეთივე წესებს ემორჩილება, როგორსაც მისი.