ესპანეთის ქალაქ რივადავიას მცხოვრებლები სალონში საკუთარი წყლით მიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უჩვეულო გვალვებმა ევროპელებს უამრავი საზრუნავი გაუჩინა. ესპანეთის ქალაქ რივადავიას მცხოვრებლები იძულებულნი არიან, სილამაზის სალონში წასვლისას, წყალიც წაიღონ. გვალვის გამო, გალისიის ეს პატარა ქალაქი მუდმივად წყლის დეფიციტს უჩივის. სალონში გასალამაზებლად მისულებმა ბოთლით წყალი უნდა მიიტანონ და გამოყენების წინ, მიკროტალღურ ღუმელში გაათბონ.

წყალი მაშინ მოდის, როცა ჩვენ არასამუშაო საათები გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ, ამ სიტუაციას რამენაირად გავუმკლავდეთ, - აცხადებს ერთ-ერთ სალონის სტილისტი. ქალაქ რივადავიას მცხოვრებლების განცხადებით, პურის მცხობელებს და ბარის მფლობელებს საჭირო წყალი დაწესებულებებში ვედროებით მიაქვთ სასმელი წყლის შადრევნებიდან, რომლებიც შედარებით სტაბილურად მუშაობენ. ასეთი რამ ამ ქალაქში პირველად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ რივადავიას გვერდით, ორი მდინარეა.