ახალი პრეპარატი კოვიდის სამკურნალოდ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ონკოლოგიური დაავადების დროს გამოყენებულ პრეპარატს შეუძლია კოვიდის გამომწვევზე და სხვა ვირუსებზეც ზემოქმედება. კორონავირუსული ინფექციის თერაპიის არსებული მეთოდები სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, ამიტომ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, მკურნალობის ახალ გზებს ეძებენ. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი - აპრატოქსინი S4, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცილებზე და ხელს უშლის გრიპის ვირუსების რეპლიკაციას. მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას, სწავლულბმა გამოავლინეს, რომ აპრატოქსინი უფრო ეფექტურად ამცირებს დასნებოვნებული უჯრედების რაოდენობას, ვიდრე არსებული ანტივირუსული საშუალებები.