კაცი პოპულარობისთვის ვადაგასულ პროდუქტებს ჭამს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მამაკაცი „ტიტანის კუჭით“, პოპულარული იმის გამო გახდა, რომ ის ვადაგასულ პროდუქტებს ჭამს. 44 წლის ბრიტანელი, გევინ რენი კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს, როგორ გახადონ კვების პროდუქტების წარმოება უფრო მდგრადი. მისტერ რენი სოციალურ ქსელში ექსპერიმენტებითაა სახელგანთქმული. ბრიტანელი ამტკიცებს, რომ ვადაგასული საკვებით პრობლემა არასდროს შექმნია. მას სურს, რომ საჭმელი არ გადაიყაროს, განსაკუთრებით, თუ მათზე მაღალ ფასებს გავითვალისწინებთ. ჩემი მიზანი ადამიანების შოკში ჩაგდება კი არა, იმის ჩვენებაა, რომ საკვები უფრო დიდხანსაც შეიძლება ინახებოდეს, ვიდრე გგონიათ, - აცხადებს გევინი. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას, მან კვერცხი შეჭამა, რომლის ვადაც 73 დღის წინ იყო გასული, თუმცა მას არაფერი დამართნია. კიდევ ერთი ექსპერიმენტისას, ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, ვადაგასულ ჰუმუსს ჭამდა.