ლუდს ზეთში ცვლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, მიუნხენის ლუდის პაბი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ქარვისფერი სასმელი მზესუმზირის ზეთზე გადაცვალონ. დაწესებულება ამგვარად ცდილობს, ამ პროდუქტის დეფიციტს შეებრძოლოს. „ეს აქცია იმიტომ წამოვიწყეთ, რომ სამზარეულოში ზეთი დაგვიმთავრდა. ამ პროდუქტის შოვნა ახლა ძალიან ძნელია. კვირაში თუ 30 ლიტრი გვჭირდება, მხოლოდ 15-ის შოვნის შესაძლებლობა გვაქვს“, - ამბობს ბარის მენეჯერი. ერთი ლიტრი დული გერმანულ პაბებში ამჟამად 7 ევრო ღირს. ერთი ლიტრი ზეთი, დაახლოებით - 4.5 ევრო. ასე რომ, პაბის შეთავაზება მეტად მაცდურია მყიდველებისთვის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღაზიებში ზეთი მცირე რაოდენობითაა, რადგან ამ პროდუქტის მსოფლიო ექსპორტის 80% რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა.