იუველირებმა რეკორდი დაამყარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდური საიუველირო კომპანია გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მისმა სპეციალისტებმა ერთი ბეჭედი 24 679 ბრილიანტით დამშვენეს. საუბარია SWA Diamonds-ის ფირმაზე. სწორედ მათი შექმნილია ბეჭედი, სახელწოდებით „ამი“, რაც სანსკრიტზე „უკვდავებას“ ნიშნავს. საიუველირო სამკაულის დიზაინი ვარდისებრ სოკოს ეფუძნება. სოკო უკვდავებასა და დღეგრძელობას განასახიერებს, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. ბეჭედი 340 გრამია. სპეციალისტებმა ეს უნიკალური სამკაული 95 343 დოლარად შეაფასეს.