მამაკაცი, შეცდომით ჩარიცხული დიდი ხელფასით გაუჩინარდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინლელმა მამაკაცმა, რომელსაც შეცდომით ხელფასზე 286-ჯერ მეტი თანხა ჩაერიცხა, სამსახური მიატოვა და გაუჩინარდა. ხორცის კომპანია ჩიალ-ის თანამშრომელს, 500 ათასი პესოს (542 დოლარი) ნაცვლად, 165 მილიონზე მეტი (დაახლოებით, 180 ათასი დოლარი) ხელფასი გადაურიცხეს. თანამშრომელმა ამ შეცდომის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას აცნობა, რომელთაც ფულის დაბრუნება სთხოვეს. მამაკაცმა განუცხადა, რომ მეორე დღეს ბანკში მივიდიდა და თანხას დააბრუნებდა, თუმცა ამის შემდეგ, ის არც სამსახურში და არც ბანკში აღარ უნახავთ. მოგვიანებით, ჩილელმა სამსახურის დატოვების შესახებ კომპანიას დისტანციურად აცნობა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს, თანხის მითვისების გამო, ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლოს.