ყალბი მეგობრები სელფისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა კომპანიამ Family Romance, ინტერნეტ-მომხმარებლებს მსახიობების მომსახურება შესთავაზა, რომლებიც შემკვეთთან მივლენ და ერთობლივ სელფის გადაიღებენ სოციალურ ქსელებში პუბლიკაციისთვის. ორსაათიანი ფოტოსესია მსურვლს 8 ათასი იენი (დაახლოებით, 73 დოლარი) დაუჯდება. კომპანია მსურველს ყალბი თაყვანისმცემლების კატალოგს აცნობს, საიდანაც მოწონებული მსახიობების ამორჩევა შეუძლია. რაოდენობა მხოლოდ კლიენტის ფინანსური შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა სკმაოდ დიდი იქნება, რადგან ბევრ იაპონელს ცოტა მეგობარი ჰყავს, ან არიან ადამიანები, რომლებსაც ყოფილი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდა სურთ.