ანტიკვარული საგანძური საყინულეში აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისში, გარდაცვლილი ხანდაზმული ქალბატონის სახლში, XVI საუკუნის ძვირფასეულობა აღმოაჩინეს. მოხუცის შვილიშვილები ვარაუდობდნენ, რომ მათ სახლში ბევრი ძვირფასი ნივთის აღმოჩენა შეიძლებოდა და საცხოვრებლის დასათვალიერებლად, აუქციონისტი მიიწვიეს. საიდუმლო ადგილი სპეციალისტმა მაცივრის საყინულეში აღმოაჩინა. ძველებური, აღორძინების ხანის ძვირფასი სამკაულები გაყინულ ხორცთან ერთად ინახებოდა, მათ შორის, ფარშევანგის ფორმის ყელსაბამი, რომლის ღირებულებაც, წინასწარი შეფასებით, 30 ათასი გირვანქა სტერლინგია.

გარდა ამისა, პენსიონერის სახლში აღმოაჩინეს XVII საუკუნის იტალიური კულონი, საფირონითა და ლალით. ოჯახმა იცოდა, რომ ახალგაზრდობაში, 60-იან წლებში, ქალბატონი საკმაოდ შეძლებული იყო და აქტიურად ყიდულობდა ძვირფასეულობას ლონდონელ იუველირებთან და აუქციონისტებთან. ის, რომ საგანძური საყუნულეში ინახებოდა, არანაირად არ ასახულა მის მდგომარეობაზე. გარდაცვლილი კოლექციონერის სახლში, სულ 30 ღირებული სამკაული იპოვეს - ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, კულონები, საყურეები და გულსაბნევები. ყველა ეს ნივთი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონის აუქციონზე გაიყიდება.