ვირუსს კიდევ ერთი ვაქცინა შეებრძოლება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის კიდევ ერთი ვაქცინა მოიწონა. ეს COVAX-ია, რომელსაც ინდოეთში აწარმოებენ ამერიკული კომპანია Novavax-ის ლიცენზიით. როგორც ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებაშია ნათქვამი, კიდევ ერთი ვაქცინა აუცილებელი იმპულსია იმ ძალისხმევისთვის, რაც დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში უამრავი ადამიანის აცრისთვისაა საჭირო. ჯანმო-ს თანხმობა აუცილებელი პირობაა, რომ პრეპარატი COVAX -ის პროგრამით გავრცელებადი ვაქცინების სიაში მოხვდეს და მისი საერთაშორისო შესყიდვები განხორციელდეს.