მანდარინი მუცლის ცხიმებს წვავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლევარები აცხადებენ, რომ მანდარინი უსაფუძვლოდ არ მიიჩნევა ყველაზე უფრო პოპულარულ ზამთრის ხილად. აღმოჩნდა, რომ ამ ნაყოფს უამრავი ღირსება აქვს და ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ, შეუცვლელიცაა თავისი თვისებებით. სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მანდარინი განსაკუთრებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვიძლის ქონის შემცირებას უწყობს ხელს. ეს ხილი ისე მოქმედებს, რომ მუცლის არეში არსებული ცხიმი მცირდება. სპეციალისტების ასეთი განცხდებები მხოლოდ ვარაუდები არ არის, მათ სერიოზული ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც ორ თვეს გრელდებოდა. მასში ჭარბი წონის მქონე 30 მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევა სამხრეთ კორეაში ჩატარდა და ბავშვები ორ ჯგუფად გაყვეს. ერთს მანდარინის წვენს აძლევდნენ და ფიზიკურადაც ავარჯიშებდნენ, მეორე ჯგუფი იგივე აქტივობებს ასრულებდა, მხოლოდ მანდარინის გარეშე. ექსპერიმენტის დასრულებისას კი საინტერესო შედეგები გამოიკვეთა - პირველი ჯგუფის მოსწავლეებმა ზედმეტი წონა მოიშორეს. კორეელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ მანდარინში არსებული პოლიმეტოქსილირებული ფლავონებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის ლიპოპროტეინების დაშლას უწყობს ხელს და ამით ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის მარაგისგან ათავისუფლებს. ასე რომ, გახდომის მსურველებმა, თამამად ჩართეთ რაციონში ეს გემრიელი ციტრუსი.