ესპანეთის დედაქალაქში „ტირილის ოთახი“ გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის დედაქალაქში „ტირილის ოთახი“ გაჩნდა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, უსაფრთხოდ გამოხატოს საკუთარი ემოციები. პროექტი Therapy Chat-აპლიკაციის ავტორებმა შექმნეს - ამგვარად, ისინი ეწინააღმდეგებიან ფსიქიკური დაავადებების სტიგმატიზაციას საზოგადოებაში. მადრიდში მდებარე სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი და ყველგან წამახალისებელი ბანერებია, მაგალითად, „შემოდი და იტირე“, ან „მეც მაწუხებს რაღაც“ და სხვა. გარდა ამისა, ოთახშია ტელეფონიც, რომლის წყალობითაც, მსურველს შეუძლია, საკუთარი განცდები ფსიქოლოგებს გაუზიაროს. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად 100 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ამოქმედდება სადღეღამისო ცხელი ხაზი - სუიციდის თავიდან ასაცილებლად.  მხოლოდ 2019 წელს, ესპანეთის 3.6 ათასმა მცხოვრებმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ მეათე მოზარდს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს.