ალცჰაიმერის ვაქცინას გამოსცდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში ალცჰაიმერის სამკურნალო ნაზალური ვაქცინის კლინიკური ცდები იწყება. კვლევის მიზანი პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრაა. ტესტირება ბოსტონში მდებარე ბრიგემის ქალთა საავადმყოფოში ჩატარდება. თუ ამ კლინიკური ცდების შედეგად ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა, შესაძლოა, ეს დაავადების მკურნალობის არატოქსიკურ მეთოდად იქცეს. პრეპარატი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს დაავადების პრევენციაში დაეხმარება. ახალი ვაქცინა იმუნოთერაპიული პრეპარატის - პროტოლინისგან შედგება, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. კლინიური ცდების პირველი ფაზა ექვს თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც, მეორე ფაზა ჩატარდება და მასში 150 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.