ფეხზე დადექით და ისე იმუშავეთ!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხზე მდგომარე მუშაობა, კერძოდ, კომპიუტერთან, ადამიანს ზედმეტი კილოგრამების მოკლებაში დაეხმარება და დიაბეტის რისკსაც შეამცირებს. ასეთ დასკვნამდე ოკლენდელი მეცნიერები მივიდნენ. საკუთარ აღმოჩენას მათ „ააგლიჯეთ საჯდომი სავარძელს“ უწოდეს. სწავლულებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს მჯდომარე სამუშაოს შესახებ და გაარკვიეს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც საკუთარი სავარძელი ფეხზე მდგომ ტერმინალში გაცვალეს, არა მხოლოდ დაიკლეს წონაში, არამედ, ფიგურაც გაიუმჯობესეს. სწავლულების დასკვნებით, კომპიუტერთან ფეხზე მომუშავე ადამიანი, საათში 84 კალორიას წვავს, რაც 13%-ით მეტია მჯდომარე სამუშაოსთან შედარებით და მათზე 16%-ით მეტი, რომლებიც კომპიუტერთან მწოლიარე მდგომარეობაში მუშაობენ.