შოკოლადი აფროდიზიაკის თვისებებით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოკოლადის შვეიცარიელმა მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული, ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ტკბილეული უკვე შექნეს. ეს მეთოდი საშუალებას მისცემს შოკოლადის მწარმოებლებს, მასში იმ განსაკუთრებული ნივთიერებების შემცველობა გაზარდონ, რაც ადამიანის ორგანიზმს სარგებელს მოუტანს. ეს ნივთიერებები პოზიტიურად მოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე. კომპანია Barry Callebut-მა, რომელიც ჩაუშვებს წარმოებაში ამ ორიგინალურ შოკოლადს, ჩატარებულ სამუშაოებზე დადებითი პასუხი ოფიციალურად მიიღო ევროპის კვების პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტოსგან. ადრეულ კვლევებში, რომელიც ამ კომპანიის სპეციალისტებმა ჩაატარეს, ფლავანოლების ზემოქმედებას სწავლობდნენ სხვადსხვა ქსოვილის სისხლით მომარაგებაზე.

ფლავანოლები - ფლავანოიდების ერთ-ერთი სახეობაა, მას აშკარად გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და ამიტომ, სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვებზე. თუმცა შოკოლადის დამზადებისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არსებითად მცირდება ფლავანოლების რაოდენობა შავ შოკოლადში. რძიანში კი საერთოდ აღარ არსებობს. ამჯერად, კომპანიის სპეციალისტებმა პრინციპულად ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც შოკოლადის დამზადებისას, მასში სასარგებლო ნივთიერებების 80%-ით შენარჩუნების საშუალებას იძლევა, მაგრამ პროდუქტის გემო უცვლელი რჩება. დღეს უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ასეთ შოკოლადს, ფლავანოლების დიდი შემცველობით, აფროდიზიაკის თვისებები ექნება. ზოგიერთ მედია-საშუალებებში, შოკოლადს პოტენციის ასამაღლებელ პრეპარატებსაც კი ადარებენ.