ყოველდღიური ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა და უნგრელმა სწავლულებმა გამოიკვლიეს, როგორ გავლენას ახდენს ყავის მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. მათ ექსპერიმენტში 468 629 ადამიანი მონაწილებდა, რომელთაც თავიდან არ აღენიშნებიდათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: პირველი საერთოდ არ იღებდა ყავას, მეორე ჯგუფი დღეში ნახევარი ფინჯნიდან სამ ფინჯნამდე მოიხმარდა ამ მატონიზირებელ სასმელს, მესამე ჯგუფი კი დღეში სამ ფინჯანზე მეტ ყავას მიირთმევდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებს 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აფიქსირებდნენ გარდაცვალების ფაქტებს, როგორც სხვა მიზეზით, ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებებით. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებში, სიკვდილის რისკი 12%-ით ნაკლები იყო მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ყავას. მკვლევარებმა ზუსტად არ იციან, როგორ ცვლის ყავა გულის სტრუქტურას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ, ვიდრე მათ, რომლებიც საერთოდ არ ეკარებიან ამ სასმელს.