აფრიკელმა დედამ რეკორდი მოხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი თვის წინ, 9 ტყუპის გაჩენით, კუნძულ მალიზე მცხოვრებმა ქალმა, ჰალიმა სოსემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თუმცა რეკორდსმენის ტიტულის ტარება დიდხანს არ დასცალდა - ამ საქმეში, მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა, 37 წლის გოსიამე ტამარა სიტოლემ აჯობა, რომელმაც 10 ბავშვი გააჩინა - სამი გოგონა და შვიდი ბიჭი. მშობიარობა ნაადრევი იყო, რადგან ტყუპები ფეხმძიმობის მერვე თვეში დაიბადნენ. აღსანიშნავია, რომ ოჯახი ამხელა მატებას არ ელოდა - ექიმების გამოკვლევებითა და ვარაუდით, რვა პატარა უნდა გაჩენილიყო.