მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დაკიდებული, საფეხმავლო ხიდი პორტუგალიაში გაიხსნა. ის 175 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული, რომლის სიგრძე 516 მეტრია. ხიდზე პირველი გამვლელები ამბობენ, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავია. `აქ სიარულისას, ადამიანს სუნთქვა ეკვრება, თუმცა ეს, ენით აღუწერელი ადრენალინია~, _ აცხადებენ ისინი. ადგილობრივების თქმით, ეს ხიდი იმედის ნაპერწკალია. ის ინვესტიციებს მოიტანს და უფო მეტი ტურისტი ჩამოვა. ყველაზე გრძელი, დაკიდებული ხიდი სამი წელი შენდებოდა. მასზე 2 მილიონ 300 ათასი ევრო დაიხარჯა. ახალ ხიდზე გასეირნება ფასიანი იქნება და 12 ევრო ეღირება.
ყველაზე გრძელი, დაკიდებული ხიდი გახსნეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი