2022-2023 სასწავლო წელს სწავლა რეკორდული რაოდენობის 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემების თანახმად მათგან 6 409 გოგო იყო, 8 502 კი ბიჭი.

წლების მიხედვით ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

2013/2014 – 14 057 (გოგო - 5 886 ბიჭი - 8 171)
2014/2015 – 12 307 (გოგო - 5 348 ბიჭი - 6 959)
2015/2016 – 11 512 (გოგო - 4 835 ბიჭი - 6 677)
2016/2017 – 11 769 (გოგო - 4 740 ბიჭი - 7 056)
2017/2018 – 12 298 (გოგო - 4 769 ბიჭი - 7 529)
2018/2019 – 12 049 (გოგო - 4 908 ბიჭი - 7 141)
2019/2020 – 8 247 (გოგო - 3 382 ბიჭი - 4 865)
2020/2021 – 7 050 (გოგო - 3 017 ბიჭი - 4 033)
2021/2022 – 8 846 (გოგო - 3 770 ბიჭი - 5 076)
2022/2023 – 14 911 (გოგო - 6 409 ბიჭი - 8 502)
მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტა შესაძლოა მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებთან. სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, 2021 წლის შემდეგ გაორმაგებულია. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრაციაში წასული სკოლის მოსწავლეების რაოდენობა ასეთია:

2023 წელს - 5604 ბავშვი
2022 წელი - 5508 ბავშვი
2021 წელი - 2698 ბავშვი