41-ე სკოლაში კინოლოგები მუშაობენ - გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია განხორციელდა Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაშიც

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

41-ე, ქართულ-უკრაინულ სკოლაში კინოლოგები მუშაობენ. სასწავლო დაწესებულებაში დილიდან საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა. საჭირო გახდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი 112-ში შესული ზარი გახდა, ასაფეთქებლის არსებობის შესახებ.

სავარაუდოდ იგივე მიზეზით შეწყდა სწავლა 41-ე, "ევროპულ სკოლაშიც".

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და თავისუფალ სკოლაშიც.