ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ბავშვი დაიღუპა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. მძღოლი კი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.