"ფაქტი, რომ საქართველო ასე ხშირად არის განხილვის საგანი ევროკავშირში, არ არის კარგი ნიშანი" - ჰერჩინსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას:

"უახლოეს დღეებსა და კვირებში, სიტუაცია საქართველოში განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ. ხვალ, 8 ოქტომბერს, იქნება საპარლამენტო დებატები საქართველოზე, სადაც უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი იქნა მიწვეული, რათა სიტყვით გამოვიდეს. შემდეგ, 14 ოქტომბერს, იქნება ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა, რომლის განრიგშიც ოფიციალურად არის შეტანილი სიტუაცია საქართველოში. შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს იქნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა 27 სახელმწიფოს ლიდერებს, რომ ასევე იქნას განხილული ვითარება საქართველოში.

გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ველოდებით გაფართოების მორიგ მოხსენებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც იქნება ალბათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან რამდენიმე დღით გვიან.

ფაქტი, რომ საქართველო ასე ხშირად არის განხილვის საგანი ევროკავშირში, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან და ძალიან გულსატკენი იყო, როდესაც ივნისში 27-მა წევრმა ქვეყანამ შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

ეს მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური რიტორიკის გამო. ძალიან დრამატული განვითარებაა, მაგრამ ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღევანდელი ურთიერთობის რეალობა, რაც, დიდი იმედი მაქვს, შეიცვლება არჩევნების შემდეგ." განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.