აგვისტოში მშენებლობა გაძვირდა - რამ განაპირობა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის აგვისტოში მშენებლობა წლიურად 7.9%-ით გაძვირდა, თვის ჭრილში კი 1.1%-ით.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით, რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის აგვისტოსთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.59 და 2.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.7 პროცენტით.