კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში - პრეზიდენტთან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები მივიდნენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო. სალომე ზურაბიშვილთან პირველი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შევიდნენ. კონსულტაციები დახურულია და კომენტარს ლიდერები მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტი "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეიდან იწყებს.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს გახარია- საქართველოსთვის წარმომადგენლები მივლენ, ხვალ კი "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" წევრები.