„გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთი გუნდია“-კალაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთი გუნდია ესენი. გავიხსენოთ მისი გადადგომა, რისთვის გადადგა, გადადგა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ნიკა მელიასთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას გიორგი გახარიას პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირებით დაკომპლექტებაზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, დღეს არსებული რადიკალური ოპოზიციური პარტიები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.

„ბევრს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები განახლებას გააკეთებენ, სიახლეებს შემოგვთავაზებენ. დღეს, ვინც ნორმალურად აზროვნებს და ანალიზის უნარი აქვს, როგორ შეიძლება იყოს აფილირებული და ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კოლექტიურ რადიკალიზმთან, რომლებიც დღეს შეიძლება სხვადასხვა პარტიის სახით არიან წარმოდგენილი. გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეგიონებში ნახეთ, ჩვეულებრივ კოალიციაში არიან, ერთი გუნდია ესენი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დავალება“, - განაცხადა კახა კალაძემ.