საქართველოში გასულ წელს, ე.წ. კუჭის დაპატარავების 1073 ოპერაცია ჩატარდა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ წელს, „კუჭის დაპატარავების“ (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, ხოლო 260 კაცს ჩაუტარდა.

რაც შეეხება „კუჭის დაპატარავების“ ოპერაციის ასაკობრივ გადანაწილებას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

15-19 ასაკობრივ კატეგორიაში 4 კაცი - 19 ქალი;

20-24 ასაკობრივ კატეგორიაში 17 კაცი - 74 ქალი;

25-29 ასაკობრივ კატეგორიაში 28 კაცი - 115 ქალი;

30-34 ასაკობრივ კატეგორიაში 28 კაცი - 123 ქალი;

35-39 ასაკობრივ კატეგორიაში 41 კაცი -145 ქალი;

40-44 ასაკობრივ კატეგორიაში 52 კაცი -106 ქალი;

45-49 ასაკობრივ კატეგორიაში 39 კაცი - 85 ქალი;

50-54 ასაკობრივ კატეგორიაში 20 კაცი - 67 ქალი;

55-59 ასაკობრივ კატეგორიაში 18 კაცი - 44 ქალი;

60-64 ასაკობრივ კატეგორიაში 11 კაცი - 27 ქალი;

65-69 ასაკობრივ კატეგორიაში 1 კაცი - 6 ქალი;

70-74 ასაკობრივ კატეგორიაში 1 კაცი იყო -1 ქალი;

75-79 ასაკობრივ კატეგორიაში1 კაცი იყო - 1 ქალი.