ახალი წამალი ეპილეფსიის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერები აპირებენ, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, წარმოებაში ჩაუშვან ახალი პრეპარატი, რომელიც ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. აბებს ზუსტად ისევე მიიღებენ, როგორც ჩვენ ვიღებთ ჩვეულებრივ ანალგეტიკებს - თავის ტკივილისას. ამჟამად, დაახლოებითი გათვლებით, მთელ მსოფლიოში, 50 მილიონამდე ადამიანია ეპილეფსიით დაავადებული. მათგან 70% დადებითად რეაგირებს ანტიეპილეპტიკურ პრეპარატებზე, რომელსაც 2-5 წლის განმავლობაში იღებენ. ამის შემდეგ ბავშვების 70 და მოზრდილების 60%-ს შეუძლია შეწყვიტოს მათი მიღება.

იმ პაციენტებს, რომლებიც არ რეაგირებენ მკურნალობაზე, შეუძლიათ ოპერაციული ჩარევა აირჩიონ. ბრიტანელი მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ანტიკონვულსანტი რეზისტენტული ეპილეფსიის მქონეთ დაეხმარება. ეს ინოვაციური კვლევა, რომელიც ჯერ მხოლოდ მღრღნელებზე ჩატარდა, ტვინის უჯრედებს უფრო მგრძნობიარეს ხდის გარკვეული ნაერთის მიმართ. ამჟამად, მძიმე კრუნჩხვებს მკურნალობენ პრეპარატის დახმარებით, რომელიც ახშობს თავის ტვინის ყველა უჯრედის აღგზნებას, რაც უარყოფით ეფექტებსაც იწვევს. ბრიტანელი სწავლულები იმედოვნებენ, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში, შეძლებენ კლინიკებში მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვას მოდიფიცირებული ვირუსის ერთადერთი ინექციის მეშვეობით.