ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.