ეკონომიკის ახალი მინისტრის, ლევან დავითაშვილის კარიერა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

r

ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიბოლო 5 წელი ის ერთგულად ემსახურა სამინისტროსქვეყანასთავის საქმეს და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროშილევან დაინიშნა ეკონომიკის მინისტრადის განათლებით ეკონომისტიაძალიან კარგი განათლებაცოდნა და ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი და მჯერარომ იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

 მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.   ლევან დავითაშვილი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობდა.

ლევან დავითაშვილი დაიბადა 1978 წლის 10 დეკემბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2001 წელს იმავე უნივერსიტეტში მიენიჭა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრის წოდება; 2002 წელს იტალიაში (მილანი) დაამთავრა მენეჯმენტის მაგისტრატურა.2002 წელს მუშაობა დაიწყო შპს "წინანდლის ძველი მარნის" გენერალურ დირექტორიად, სადაც დაჰყო 2007 წლამდე. 2009 წლამდე მუშაობას აგრძელებს Agvantage USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელიდ. 2009 - 2012 წლებში იგი იყო შპს "შუხმან ვაინს ჯორჯიას" კომერციული დირექტორი.შემდეგ, ლევან დავითაშვილი ხდება საქართველოს ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში იტალიის საელჩოსთან არსებული იტალიის ბიზნეს საბჭოს წევრი, საქართველო - იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი. 2016 წლიდან ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.