სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - რას წერს სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა, ყველა ძალის გაერთიანების დროა, ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს“, – წერს სააკაშვილი.