დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს Facebook-ზე ულოცავს.  როგორც ის აღნიშნავს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს. ჩვენს ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერი.