რა არის „შაჰიდი დრონი“ და რით იმუქრება აშშ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ნინო დოლიძე

 

ბოლო დღეებია, რუსეთი უკრაინას .. შაჰიდი დრონებით უტევს. არსებობს ცნობა, რომშაჰიდებსკრემლს ირანი აწვდის. მართალია, ოფიციალური თეირანი ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, აშშ უკვე ღიად ამბობს, რომ ყველა კერძო თუ იურიდიული პირი, რომელიც ირანთანშაჰიდებისკონტექსტში იქნება დაკავშირებული, მკაცრად აგებს პასუხს. კერძოდ, 18 ოქტომბერს, AFP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ აპირებს, მიიღოს ზომები იმ კომპანიებისა და ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კავშირში არიან ირანის დრონების პროგრამასთან

ვინც ბიზნესს აწარმოებს ირანთან, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რამე კავშირი უპილოტო საფრენ აპარატებთან, ბალისტიკური რაკეტების განვითარებასთან, ან ირანიდან რუსეთში იარაღის ნაკადთან, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და გამოიჩინოს სათანადო ყურადღება - აშშ არ დააყოვნებს სანქციების გამოყენებას ან ქმედებებს განხორციელებას დამნაშავეების წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა. მისი განცხადებით, რუსეთის ირანთან ალიანსის გაღრმავება არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ უდიდეს საფრთხედ უნდა აღიქვას.

ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმა კიევის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურებზე რუსეთის ფართო სტრატეგიაა, რომლითაც კრემლი უპირატესობას ანიჭებს უკრაინაზე ფსიქოლოგიურ ტერორს, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.

გარდა ამისა, ინსტიტუტი ბელგოროდის სამხედრო ნაწილში სროლასაც გამოეხმაურა. ISW წერს, რომ სროლა, სავარაუდოდ, მობილიზებულ სამხედრო პერსონალს შორის, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ინსტიტუტის თქმით, რუსული საინფორმაციო სივრცე ინციდენტს მაშინვე გამოეხმაურა ცენტრალური აზიელების წინააღმდეგ რასისტული რიტორიკით და რუსეთში სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა. ISW-ის ცნობით, ბელგოროდის რეგიონში სროლის შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ომის შესახებ დისკუსიებმა შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს კრემლის პრეტენზიები რუსეთის შიგნით ეროვნულ, ეთნიკურ და რელიგიურ ერთიანობაზე.

გარდა ამისა, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტიანობაზე და სოციალურ პრობლემებზე, რამაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, შეარყიოს კრემლის ძალა. ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება და არ აკრიტიკებს პუტინს, მისმა მზარდმა ცნობადობამ ნაციონალისტურ საზოგადოებაში, შესაძლოა, შეარყიოს პუტინის „ძლიერი კაცის“ რეპუტაცია.

და მაინც, რა არის და რა უნდა ვიცოდეთ „შაჰიდ დრონზე“?

CNN-ის ცნობით, დრონებმა კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიძინეს. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთმა დრონების გამოყენება მას შემდეგ გააძლიერა, რაც ზაფხულში, ირანიდან ახალი დრონები შეიძინა.

„კამიკაძე“, „შაჰიდი“ ან თვითმკვლელი დრონები საჰაერო იარაღის სისტემებია. ისინი ცნობილია, როგორც მომხიბვლელი საბრძოლო მასალა, რადგან მათ შეუძლიათ ლოდინი პოტენციურ სამიზნედ განსაზღვრულ ზონაში და დაარტყან მაშინ, როცა მტრის აქტივი გამოვლინდება.

ის პატარა ზომისაა და მისი გაშვება ადვილად შესაძლებელია, თუმცა დრონების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათი აღმოჩენა ძნელია და სროლა შორი მანძილიდანაა შესაძლებელი.

სახელწოდება „კამიკაძე“ იმაზე მიუთითებს, რომ დრონები ერთჯერადებია. ისინი შექმნილია მტრის ხაზების მიღმა დარტყმისთვის და ნადგურდება შეტევისას - განსხვავებით ტრადიციული, უფრო დიდი და სწრაფი სამხედრო დრონებისგან, რომლებიც რაკეტის ჩამოგდების შემდეგ, უკან ბრუნდებიან.

უკრაინის სამხედრო და აშშ-ის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ირანული წარმოების თავდასხმის დრონებს იყენებს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ივლისში, CNN-ს განუცხადეს, რომ ირანმა დაიწყო „შაჰიდის“ სერიის უპილოტო დრონების ჩვენება რუსეთში, თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომზე. მათ შეუძლიათ ზუსტი მართვადი რაკეტების გადატანა და 50 კილოგრამით დატვირთვა.

აგვისტოში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა აღნიშნული დრონები შეიძინა და სამხედროებს მის გამოყენებაში ავარჯიშებდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთმა ირანიდან 2 400 „შაჰიდ-136“ თვითმფრინავი შეუკვეთა.

ერთი სიტყვით, თანამედროვე სამყაროში ომი სრულიად ახალი ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ „კამიკაძე დრონების“ შემჩნევა ძნელია, უკრაინელები მათ განეიტრალებას მაინც ახერხებენ. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ამ ომს უკრაინა წააგებს, ნონსენსია.