ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა სხდომა არ შედგა.
 
ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მიიყვანეს.
მესამე პრეზიდენტი მეორე კვირაა კლინიკა "ვივა მედში" ჰყავთ მოთავსებული. სიტუაციის გათვალისწინებით მოსამართლემ პროცესი 20 ივნისამდე გადადო.
 
ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ვერ დაესწრო დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლო პროცესი გადაიდო და ჩაინიშნა 20 ივნისს.