არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ირჟი რუსიცკას შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, ოკუპაციაზე და რეგიონში არსებულურთულეს გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირისთავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ვიცე-სპიკერმა ჩეხ კოლეგებს ევროინტეგრაციის პროცესშისაქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველიმოადგილე ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ.