"საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდის შესახებ
?„ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ არის „დანერგე მომავალი“ - პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მოთხოვნად პოზიციებს იკავებს საექსპორტო პროდუქტები, როგორიც არის კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 ათასი ტონა შეადგინა“, - ოთარ შამუგია
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.