როგორ აღნიშნავენ პარტიაში შალვა ნათელაშვილის დაბადების დღეს და დაუჭერენ თუ არა მხარს ბადრი ჯაფარიძეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. 

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ბადრი ჯაფარიძისთვის კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

 აღნიშნული საკითხის შესაფასებლად და იმის გასარკვევად, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვს პარტიას,  „ვერსია“ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს გიორგი გუგავას ესაუბრა:

„მანდატის შეწყვეტის გამო სამართლებრივ რეაგირებას ვაპირებთ და ზოგადად, გარკვეული აქციები იგეგმება, არა მხოლოდ შალვა ნათელაშვილისათვის მანდატის წართმევის გამო, რომელიც სინამდვილეში ხალხს წაართვეს, არამედ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ რეაგირებები უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი, თუმცა ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში, დავუჭერთ თუ არა მხარს, ამის შესახებ გეტყვით, რომ ბატონი ჯაფარიძის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ ეს არის შეცდომა. როდესაც ერთ დღეს სრულიად უკანონოდ ანტიკონსტრუქციულად შეგიწყვეტენ მანდატს, მსჯავრს დაგადებენ უკანონოდ და მერე კვლავ ცდილობ, რომ არჩევნების გზით მიხვიდე იმ პარლამენტში, სადაც, სამწუხაროდ, არჩევნებს არ ატარებენ, სადაც რეჟიმი და დიქტატურაა, ვფიქრობ, არ არის სწორი. სხვადასხვა ფორმით უნდა ებრძოლო და საზოგადოებაში არ უნდა შექმნა განცდა, თითქოს დემოკრატიული და თავისუფალი სისტემაა, სადაც შესაძლებელია დაამარცხო ოლიგარქი არჩევნების გზით. სანამ წინაპირობებს არ შექმნი, რაც გულისხმობს, მაგალითად, ფართო მასშტაბიანი აქციების გამართვას, პარლამენტის ბოიკოტირებას, იქამდე შეუძლებელი იქნება სამართლიანი გზით ოლიგარქის დამარცხება. ამიტომ ბევრი რამის წინასწარ განსაზღვრა გვმართებს.  ჩვენ თუ არ მოვიპოვეთ თავისუფალი არჩევნები, ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ტარდება.“ - აცხადებს გიორგი გუგავა

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დაბადების დღეა. როგორ აღნიშნავენ გუნდში ამ დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გუგავა ამბობს, რომ ნათელაშვილი, კოვიდის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება:

„შალვას არ უყვარს დაბადების დღის გადახდა, არ თვლის საჭიროდ, რომ რაღაც განსაკუთრებული ქეიფით და ღრეობით უნდა აღინიშნოს მისი დაბადების დღე. თან ახლა სამწუხაროდ კოვიდ-პანდემია დაემთხვა და ის ამ ეტაპზე კარანტინშია.“ - ამბობს გიორგი გუგავა

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი