ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲦᲐᲠᲘᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡ ᲬᲐᲠᲣᲓᲒᲔᲜᲡ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღარიბაშვილი საზოგადოებას ამ წუთებში ანგარიშს წარუდგენს.

მისი თქმით, ქვეყნის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ამასთან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, თუმცა მათ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. ეს კი გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითაა შესაძლებელი.

პრემიერის ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები.