ქალაქ იზიუმში მობილიზებული რუსული საოკუპაციო ძალები დილემის წინაშე აღმოჩდნენ - უკრაინის გენშტაბი ვითარებას აკონტროლებს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
უკრაინის შეარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებს მეთოდურ კონტრშეტევებს ქალაქ ხარკოვის მისადგემობთან ჩრდილო-აღმოსავლეთით რის შედეგადაც ქალაქ იზიუმში მობილიზებული რუსული საოკუპაციო ძალები დილემის წინაშე აღმოჩდნენ.
??ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის ცალკეულმა სამხედრო დანაყოფებმა მოახერხეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის დასავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილის გაკონტროლება და მნიშვნელოვანი მომარაგების მაგისტრალები დაიკავეს, საიდანაც ხდებოდა ბელგოროდის(რუსეთი) ოლქიდან დროებით ოკუპირებულ იზიუმში საოკოპაციო ძალებისათვის საბრძოლო მასალებისა და ცოცხალი ძალის შედინება, რუსებს ლოჯისტიკური მომარაგების ხაზები გაეწელათ, უახლოეს დღეებში თუ უკრაინის არმია შეძლებს მდინარე ჩრდილოეთ დონეცის გაკონტროლებას(დასავლეთ სანაპიროს), იზიუმის მიმართულებაზე რუსების შეტევების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან ხარკოვის აღმოსვალეთით პეჩიგინი-პრიმორსკოეს მაგისტრალს უკვე უკრაინელები აკონტროლებენ ეს კი მდებარეობს ქალაქ იზიუმის ზურგში(ჩრდილოეთით) შესაბამისად უკრაინის არმია მეთოდურად გააგრძელებს იზიუმის რკალის შევიწროებას ჩრდილოეთიდან ბალაკლაია-შევჩენკოვი-კუპიანსკის მაგისტრალურ კვანძზებზე, ამ სტრატეგიული მანევრით რუსები იძულებულნი გახდებიან იზიუმში მობილიზებული ძალები გადაისრლონ ჩრდილოეთით და ძალები მოხსნან ლიმანისა-სლავიანსკი-კრამატორსკის-ბარვინკოვეს მიმართულებებიდან, რაც უკრაინის შეარაღებულ ძალებს მისცმეს შესაძლებლობას სწორედ იზიუმის სამხრეთიდან დიდი კონტრშტევა განახორციელონ(გუშინდელი კონტრშეტევა და გათავისუფლებული 5 დასახლება იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთში ამ მთლიანი გეგმის ნაწილია რომ რუსებმა დროილად ვერ მოახდინონ ჩრდილოეთში ძალების გადასროლა რადგან იზიუმის სამხრეთიდან კონტრშეტევებს ახორციელებს უკრაინის არმია)და ასევე ლუჰანსკის ფრონტის ხაზზე სევეროდონეცკის-რუბეჟნოე-ლისიჩანსკის მიმართულებაზე წარმატებული კონტრშეტევები დაიწყონ …
??უკრაინის გენშტაბის გეგმაზომიერად აკონტროლებს ოპერატიულ ვითარებას და ავითარებს ეფექტური კონტრშეტევებს ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებაზე რის შედეგადაც რუსებს ჩაეშალათ ბლიცკრიკი და ალყის შეკვრის შესაძლებლობა ლუჰანსკის ფრონტის ხაზზე, მეორე ეტაპის ამ მონაკვეთში შესააძლოა ითქვას რომ უკრაინის არმია არა მხოლოდ ახერხებს ფრონტის ხაზების სტაბილიზაციას, არამედ წარმატებული კონტრშეტევების შედეგად ათავისუფლებს მნიშვნელოვან დასახლებებს, ქირურგიული სიზუსტით ანადგურებს საბრძოლო მარაგების და ლოჯისტიკურ კვაძებს მტრის ზურგში, რის შედეგადაც მტერს უწევს უკან დახევა ხარკოვისა და იზიუმის ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, რუსებს მობილიზებული სარეზევრო ძალები ძალზედ მცირე ჰყავთ(22 ტაქტიკური ბატალიონი) მათ მიერ ბრძოლაში გადამწყვეტი ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება დღითი-დღე მცირდება იმის ფონზე როდესაც უკრაინის შეარაღების მიწოდება გამალებით ხდება…
რუკაზე წითელი ხაზი აღნიშნავს თუ რამდენად წინ წაიწია უკრაინის არმია ხარკოვის მისადგომებთან ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ხოლო მეორე ხაზი იყო აპრილში როდესაც ხარკოვის ალყის საფრთხე რეალური იყო…
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს!????
დიდება გმირებს!