ჭამა მადაში - მიქაუტაძე 20 მილიონად დაფასდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბომბარდირი, აღნიშნული დივიზიონის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული გიორგი მიქაუტაძე კლუბიდან წასვლას რომ აპირებს, კარგად მოგეხსენებათ. მისი გადაბირება იტალიურ „მილანს“, ინგლისურ „ბარნლისა“ და „ვულვზს“ სურთ. ჰოდა, თუ ორიოდე კვირის წინ, ფრანგები ამბობდნენ, რომ ქართველ ფორვარდს 10 მილიონად შეელეოდნენ, ახლა ის 20 მილიონად დააფასეს. საინტერესოა, რომ სამივე კლუბი მზადაა, 20 მილიონი ევროც გადაიხადოს. მიქაუტაძის ასაკისა და საგოლე ალღოს გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ის ძალიან კარგი შენაძენია.

შეგახსენებთ, რომ „ბარნლიმ“ პრემიერ-ლიგის საგზური ცოტა ხნის წინ მოიპოვა, „ვულვზმა“ პრემიერ-ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, „მილანი“ კი... მომავალ წელს, „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და თავდასხმაში გაძლიერებას სერიოზულად ფიქრობს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ეს და სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ გაზეთში “ვერსია”