რა ღირს მამარდაშვილი?!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანური „ვალენსიას“ კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი საუცხოო შეხვედრა ჩაატარა და „ლევანტესთან“ დაპირისპირებაში ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (მიმდინარე სეზონში მეორედ) დაასახელეს. მართალიაა, მატჩ ფრედ, 1:1 დასრულდა, მაგრამ ყველა აღარებს, რომ „ვალენსია“ მარცხისგან სწორედ მამარდაშვილმა იხსნა. ნამატჩევს, გუნდის თავკაცმა ხოსე ბორდალასმა გიორგის თამაშს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.

„როცა გიორგი იყიდეს და სწორედ რომ იყიდეს, რადგან გუნდის მეოთხე მეკარის ტრანსფერი ჩემი საქმე არაა, მეგონა, რომ მას 2-3 წლის შემდეგ მიეცემოდა შანსი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ყველა მეკარე დაგვემტვრა და იძულებული გავხდი, ყურადღება მამარდაშვილზე მიმექცია. იმ მოკლე პერიოდში, რაც მას ჰქონდა, უზარმაზარი პროგრესი განიცადა. ვიტყოდი, ის წარმოუდგენლად გაიზარდა და ამაში როგორც კლუბის, ისე მისი მონდომების და შრომის წვლილი ძალიან დიდია. ახლა გავიგე, გამოსასყიდ ფასად გიორგის კონტრაქტში 20 მილიონი ევრო უწერია. ეს ციფრი სასაცილო იყო მაშინ, როცა მამარდაშვილი იყიდეს, რადგან ამის მეათედსაც კი არავინ გადაიხდიდა და სასაცილოა ახლაც, იმიტომ, რომ კლუბი მას 20 მილიონად უბრალოდ არ დათმობს და სავარაუდოდ, ხელშეკრულების ამ მუხლს გადახედავენ“,-განაცხადა ბორდალასმა.

იმის გასაგებად, თუ როგორ შრომობს მამარდაშვილი, მისი ინტერვიუდან ერთი ფრაგმენტიც კმარა. ჟურნალისტმა ქართველ მეკარეს ვალენსიაში გასეირნება შესთავაზა, შემდეგ კი ჰკითხა, რომელი იყო მისსი საყვარელი ადგილი, რაზეც გიორგიმ მიუგო, რომ ქალაქში მეორედ გავიდა და მთელ დროს კლუბის ბაზაზე და სავარჯიშო მოედანზე ატარებს.