ბებრების მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მილიონებს დაწერს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Elite Players Group-მა იმდენად საინერესო იდეა მოიფიქრა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები მის განხორციელებას მოუთმენლად ელიან. საუბარია მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელში მონაწილეობას 35 წელს გადაცილებული ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. აუცილებელი პირობაა, რომ ამ მუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელს, ასაკის გარდა, ერთხელ მაინც ჰქონდეს ფეხბურთელობისას ეროვნულ გუნდში ნათამაშები, ან უმაღლეს ლიგაში, 100 მატჩზე მეტი ჩატარებული. მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ანუ, ის ნაკრებები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები ერთხელ მაინც გამხდარან - ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია.

რაც შეეხება შემადგენლობას. ცნობილია, ყველა ნაკრების კაპიტანი - ბრაზილია - ემერსონი, ურუგვაი - დიეგო ლუგანი, არგენტინა - ესტებან კამბიასო, გერმანია - კევინ კურანი, ინგლისი - სტივ მაკმანამანი, ესპანეთი - მიჩელ სალგადო, საფრანგეთი - კრისტიან კარემბუ, იტალია - მარკო მატერაცი.

რაც შეეხება შემადგენლობებს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს ვეტერნთა ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს მაიკლ ოუენმა, კაკამ, რონალდინიომ, რივალდომ, ფაბიო კანავარომ, ეშლი კოულმა, რიო ფერდინანდმა, ჯო კოულმა, დევიდ ჯეიმსმა, ფრენკ ლამპარდმა, რობი ფაულერმა, კაფუმ, რობერტო კარლოსმა, ტიერი ანრიმ, მარსელ დესაიმ, ერნან კრესპომ, პაბლო საბალეტამ, დევიდ ვილამ, კარლეს პუიოლმა, დიეგო ფორლანმა, ფრანჩესკო ტოტიმ...

რაც შეეხება შეხვედრებს, მატჩები 90 წუთის ნაცვლად, 70 წუთი გაგრძელდება. მეოთხედფინალები 4 და 5 ივნისს გაიმართება, ნახევარფინალები - 8 ივნისს, ფინალი კი 11 ივნისს შედგება. თუმცა, გულშემატკივრებს შთაბეჭდილებებით ტკბობა დიდ ხანს არ მოუწევთ, ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიდან სამ დღეში, 14 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება, მისი დასრულების შემდეგ კი, სტარტს ოლიმპიური თამაშები იღებს.