„საბურთალომ“ სახელი შეიცვალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი „საბურთალო“ ახალი სეზონიდან ახალი სახელით იასპარეზებს. თბილისის ერთ-ერთი უბნის პატივსაცემად დარქმეული სახელით, 1999 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან ასპარეზობდა, 2004/05 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონიც გახდა და დღემდე კლუბი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. , 2014 წლიდან დღემდე, „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის ჩემპიონობასთან ერთად, დავით ყიფიანის თასი და სუპერთასიც მოიგო.

„ახალ ფურცელს ვიწყებთ ჩვენს ისტორიაში. ვფიქრობ, რომ ეს ლოკალური პროექტი, რომელიც იყო ერთი კონკრეტული უბნის სახით, ახლა საჭიროა განვითარდეს, როგორც ეროვნული პროექტი. „იბერია“ არის სახელი, რომელიც ყველაზე შესაფერისია ამ პროექტისთვის“,-განაცხადა კლუბის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა, ტარიეელ ხეჩიკაშვილმა.