ავტოსაზგაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში - დაიღუპა 2 ადამიანი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გვიან ღამით ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, 1 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).