„მამა ემიგრანტ დედას საკუთარ შვილებს აღარ ალაპარაკებს, გამოგზავნილ ნივთებს დემონსტრაციულად წვავს“ – რას ჰყვება ბაია პატარაია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ემიგრანტ დედას საკუთარ შვილებს აღარ ალაპარაკებს მამა, ხოლო დედის გამოგზავნილ ნივთებს დემონსტრაციულად წვავს“, – წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „საფარის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია და საზოგადოებას დაზარალებული დედის ამბავს უზიარებს:

„ყველანაირად დაჩაგრული და გაუბედურებული დედა გვიკავშირდება და გვთხოვს, მისი შვილების დახსნას მოძალადე მამისაგან, რომელიც ბავშვებს დედას აძულებს.

ჩვენმა ადვოკატმა ამოწერა ორდერები, შეატყობინა სოციალურ სააგენტოს და მიაკითხა სკოლას, რომ გასაუბრებოდა ბავშვებს, გამოიძახა პოლიციაც, საქმის კურსში ჩააყენა შსს ად. უფ. დეპარტამენტიც – შედეგი:

1. სოცმუშაკი არ გამოცხადდა.

 
 

 

2. დირექტორმა არ მიუშვა იურისტი საკუთარ კლიენტთან – ბავშვებთან.

3. პოლიციამ თქვა, რომ მერე, სხვა დროს გამოჰკითხავს ბავშვებს და წავიდა.

ახლა ეს ბავშვები, რომლებსაც ოჯახი ისედაც უკრძალავს დედასთან კონტაქტს მიჰყავთ შინ, რომ უფრო მაგრად „დაავერბოვკონ“ სახლში, უფრო დააშინონ და დააზეპირონ პოლიციისთვის მისაცემი ჩვენება.

აი, ასე არღვევს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და საერთოდ არც კი ცდილობს ბავშვების დაცვას მოძალადე მამისგან. ვინც არ იცით, განვმარტავ, როცა მამა რომ შვილებს აძულებს დედას – ის მოძალადეა! დეტალებისთვის დაუკავშირდით ჩვენ იურისტს ქუთაისში.“– წერს „ფეისბუკზე“ ბაია პატარაია.