საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

„გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.

დღესვე, დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც ის, გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.ა